ლაგოდეხის მერის პირველ მოადგილედ ზურაბ ჯაფარიძე დაინიშნა
ჯაფარიძე საკრებულოში საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის ხელმძღვანელის თანამდებობას იკავებდა. მას 16 აპრილის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე წარმომადგენლობითი ორგანოს წევრის უფლებამოსილება ოფიციალურად შეუწყდა. ზურაბ ჯაფარიძე 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ლაგოდეხის პროპირციული სიის ხუთეულში შედიოდა. 2015-2017 წლებში ის სახელმწიფო აუდიტის სამსახურში აუდიტორ-ასისტენტად მუშაობდა. მერის პირველი მოადგილე 2015 წელს იყო ქალაქ ლაგოდეხის ადმინისტრაციულ ერთეულში მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი. 2014 წელს იგი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის განყოფილებაში მთავარი სპეციალისტის მოვალეობას ასრულებდა.