ახალი ამბები

სიღნაღის საკრებულოში თანამშრომლებისთვის ხელფასების ზრდას ხმაური მოყვა

ერთმანეთს დაუპირისპირდა პარტიის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” წევრები და საკრებულოს დეპუტატები. პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ საკრებულოს თავმჯდომარეს საკითხის გადახედვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

,,ხელფასის ზრდა მაღალი რანგის ჩინოვნიკებისთვისაც იგეგმებოდა, თუმცა, მას შემდეგ, რაც საკითხი ხმაურიანი დაპირისპირების მიზეზი გახდა, დოკუმენტი შეცვალეს და სიაში მხოლოდ 6 რიგითი თანამშრომელი შეიყვანეს”, – განაცხადა მელიამ.

სიღნაღის ვიცე მერის, მადომა ბატიაშვილის ინფორმაციით, ჩინოვნიკების ხელფასი გასული წლის დეკემბერში გაიზარდა.

,,თანამდებობრივი სარგოს ზრდა ეხებოდა მხოლოდ რამდენიმე პიროვნებას”, – განაცხადა ბატიაშვილმა.

 

ფოტო: ტელეკომპანია რუსთავი2