ახალი ამბები

სოფელ არხოტს ჩეშანოვის მერი ესტუმრა

შეხვედრა ჩატარდა ორგანიზაციაში „ჩადუნა კავკასიელ ქალთა კოოპერატივ არხოტი“.
,,პროექტის – „უმცირესობათა ჩართულობის ლაბორატორია“ ფარგლებში, სოფელ არხოტს პოლონეთის მერის გარდა, მოლდოველი და უკრაინელი მეგობრებიც ეწვივნენ. სამომავლოდ, 4 ქვეყანას შორის იგეგმება გაცვლითი სასწავლო პროექტი და ამისათვის მუშავდება იდეები. მონაწილეობას მიღება შეუძლია როგორც ეთნიკური, ასევე სოციალურად დაუცველი ჯგუფების წარმომადგენლებს“, – განუცხადა Knews.ge-ს ღონისძიების ორგანიზატორმა.
პროექტს აფინანსებს საერთაშორისო ვიშეგრადის ფონდი (Visegrad Fund).