თელავში სამართალდამცავებს ძალის გადამეტებაში ადანაშაულებენ
ქიტოშვილის დაკავების ამსახველი მასალა საინფორმაციო სააგენტო „რეგინფომ“ გაავრცელა. თვითმხილველის მიერ გადაღებული ვიდეომასალიდან ჩანს, რომ დაკავებისას მიწაზე დაგდებულმა ახალგაზრდამ სამართლამდაცველებს არაპროპორციული ძალის გამოყენებაზე მიუთითა.
“გავიგუდე, ყელში ნუ მიჭერ,”- ასე მიმართავს პოლიციელებს დაკავებული. ვიდეომასალის მიხედვით, საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა მძღოლს განუმარტა, რომ ის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით არის დაკავებული. აღნიშნული მუხლი გულისხმობს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის ან მასთან გათანაბრებული პირის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას. „რეგინფოს“ ინფორმაციით, ახალგაზრდა საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის მიზეზით გააჩერეს.
ქიტოშვილი დღეს სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს, თუმცა მისი საკითხის განხილვა 30 მარტს გადაიდო. მოსამართლე თამარ კაპანაძის განმარტებით, დღეს ჩანიშნული იყო რამდენიმე ადმინისტრაციული წარმოების სასამართლო პროცესი, რის გამოც ქიტოშვილის საქმის განხილვა ვერ მოესწრო. მისივე თქმით, ადმინისტაცული წესით დაკავებული პირის 12 საათზე მეტი დროით პატიმრობაში ყოფნა დაუშვებელია. კაპანაძემ ბრალდების მხარეს 6 მარტს დაკავებული ახალგაზრდის მიერ კანონდარღვევის ამსახველი ვიდეომტკიცებულებების წარდგენა დაავალა.
გიორგი ქიტოშვილი მამა ანზორ ქიტოშვილი კი ირწმუნება, რომ ავტომანქანას, რომელიც საპატრულო პოლიციამ გააჩერა, მისი შვილი არ მართავდა. მისივე ინფორმაციით, გიორგი ქიტოშვილი საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის მიზეზით გააჩერეს.
„როგორც ჩემთვის ცნობილია, ავტომანქანას სხვა მართავდა. ვიდეო გაავრცელეს, სადაც ჩანს, რომ ჩემს შვილს ყელში უჭერს პოლიციელი“, – განაცხადა ნუგზარ ქიტოშვილმა.
გიორგი ქიტოშვილი მამის ბრალდებებს, რომ პოლიციამ მისი შვილის დაკავებისას ძალას გადაამეტა, შინაგან საქმეთა სამინისტროში უპასუხეს.
როგორც ჟურნალისტებს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა თემურ კუპატაძემ განუცხადა, პოლიციამ თელავში, მოქალაქე გიორგი ქიტოშვილის დაკავებისას, პროპორციული ძალა გამოიყენა და სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, რომ სამართალდამაცვებმა უფლებამოსილებას გადაამეტეს.
გიორგი ქიტოშვილი გუშინ საღამოს, თელავში საპატრულო პოლიციამ თავდაპირველად საგზაო მოძრაობის წესის დარღვევის ბრალდებით გააჩერა, თუმცა შემდეგ დაუმორჩილებლობის და წინააღმდეგობის გაწევისთვის დააკავა.