გურჯაანში საცურაო აუზმა მუშაობა განაახლა
როგორც knews.ge-ს გურჯაანის სპორტული კომპლექსის დირექტორმა, არჩილ გოგიაშვილმა განუცხადა, საცურაო აუზზე აბონიმენტის ფასი 30-დან 40 ლარამდე გაიზარდა.
„საცურაო აუზზე სპორტული ჯგუფები ჩვეულ რეჟიმში ამოქმედდება. ბავშვები მოემზადებიან გურჯაანის ღია პირველობისთვის, რომელიც 28 აპრილს გაიმართება. აუზზე სარეაბილიტაციო სამუშაობი დასრულდა, რომელიც შპს “აროტრონმა” განახორციელა. აუზში წყალი შეიცვალა და სპეცილაური ხსნარით დამუშავდა“, – განუცხადა knews.ge–ს არჩილ გოგიაშვილმა.