ახალი ამბები

დედოფლისწყაროში მიწისძვრა მოხდა

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები 3,3 მაგნიტუდის სიმძლავრის იყო. უწყების ცნობით, მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი დედოფლისწყაროს სამხრეთ-აღმოსავლეთით – 23კმ-ში, სოფელ ზემო ხალაწანნიდან 20 კილომეტრში დაფიქსირდა. 
ამ ეტაპზე მიწისძვრის შედეგად გამოწვეული ზარალის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.