ახალი ამბები

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში 1190 ახალი ეკო ნათურა და ლამპიონი დამონტაჟდება

როგორც knews.ge-ს ლაგოდეხის მერმა განუცხადა, კომპანია „ლაგოდეხის სერვის ცენტრი“ უახლოეს პერიოდში შეუდგება მუშაობას. 
ჯონდო მდივნიშვილის ინფორმაციით, თავდაპირველად შეიცვლება მოძველებული და დაზიანებული სანათები. 
,,ამ სამუშაოების შემდეგ, ბიუჯეტში თანხების დაზოგვის მიზნით, მაღალვატიანი სანათები ახალი ეკო განათების ფარებით ეტაპობრივად ჩანაცვლდება. სისტემის გაუმჯობესების მიზნით 1190 ცალი გარე განათების სანათი ლამპიონი და ეკო ნათურები ვიყიდეთ და უახლოეს პერიოდში დაიწყება დაზიანებული სანათების შეცვლა, რაც მოსახლეობას ამ კუთხით არსებულ პრობლემებს მოუგვარებს”,- განუცხადა Knews.ge-ს ჯონდო მდივნიშვილმა.