ახმეტაში ფრინველისა და ცხოველის საკვების წარმოება დაიწყეს
პროდუქტი ადგილობრივ ბაზარზე უკვე გამოჩნდა. როგორც Knews.ge-ს კომპანიის ხელმძღვანელმა, ზურაბ ნაცვლიშვილმა განუცხადა, პროდუქციის ფასი სხვა კომპანიების ნაწარმთან შედარებით დაბალი, ხარისხი კი მაღალია
„ცხოველების, ფრინველებისა და თევზის საკვების წარმოება უკვე დავიწყეთ. ნედლეული საკცვების ნარჩენები იქნება. ყოველწლიურად 1 000 ტონა საკვების წარმოებას ვგეგმავთ. პროდუქცია ძირითადად გათვლილია ადგილობრივ ბაზარზე. ჩვენი საწარმოს საკვები პროდუქტების ფასი დაბალია. გარდა ამისა, ნარჩენებისგან დამზადებული საკვები პროდუქტი ძროხების წველადობას 18–20%–ით აუმჯობესებს. არ არის გამორიცხული, რომ ცხოველების, ფრინველებისა და თევზის საკვები ექსპორტზე გავიტანოთ“, – განუცხადა Knews.ge-ს ზურაბ ნაცვლიშვილმა.
„აგრო არომა ჯგუფი“ ახმეტაში, 2017 წლის დეკემბერში, ეთერზეთების წარმოებასაც დაიწყებს. ზურაბ ნაცვლიშვილის ინფორმაციით, პროდუქციის რეალიზაცია ექსპორტზე იქნება ორიენტირებული და ეთერზეთები გასაყიდად საფრანგეთში, გერმანიაში, იტალიაში, ბრიტანეთში, ავსტრიასა და შვეიცარიაში გავა.