გურჯაანში ოჯახში ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
როგორც knews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ბრალდებულმა მეუღლეს სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენა.
„ოჯახში ძალადობის კუთხით, სამართალდამცავი ორგანოებისადმი ნდობა და მიმართვიანობის მაჩვენებელი საკმაოდ გაიზარდა, როგორც ძალადობის მსხვერპლთა, ასევე, აღნიშნული დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მქონე პირთა მხრიდან. გურჯაანში ოჯახში ძალადობის ბრალდებით 1 პირია დაკავებული. ბრალდებულმა ცოლს ოჯახური კონფლიქტის დროს სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენა“, – განუცხადეს knews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით, რომელიც ოჯახში ძალადობას გულისხმობს. უწყების ცნობით, საქმეს საგარეჯოს რაიონული სამმართველო იძიებს.