თესაუში დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების პროგრამის შემუშავება მიმდინარეობს
როგორც knews.ge-ს დაწყებითი განათლების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელმა, ნინო ხუციშვილმა განუცხადა, სათანადო მოთხოვნების შესაბამისად შექმნისა და პროგრამის ამუშავებისთვის საჭირო სამართლებრივი პროცედურების წარმატებით გავლის შემთხვევაში აბიტურიენტრებს შესაძლებლობა ექნებათ, მოახდინონ ცვლილებები საგანმანათლებლო პროგრამების არჩევანში და არჩევანი გააკეთონ დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე.
„მასწავლებლის პროფესიაში თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი საუკეთესო კადრების მოზიდვისა და სისტემაში არსებული კვალიფიციური მასწავლებლების დეფიციტის აღმოფხვრის მიზნით 2018 წლიდან, სახელმწიფოებრივი მიდგომით, იცვლება მასწავლებლის საუნივერსიტეტო მომზადების სპეციფიკა: არსებული დაწყებითი განათლების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის ნაცვლად, მასწავლებლის საუნივერსიტეტო მომზადება 2018-2019 სასწავლო წლიდან განხორციელდება ზოგადიგანათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლოპროგრამით, რომელიც მოიცავს არანაკლებ 300 კრედიტს. სწავლის ხანგრძლივობა 5 წელია“, – განუცხადა knews.ge-ს ნინო ნახუცრიშვილმა.
მისივე ინფორმაციით, პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულს მიენიჭება განათლების მაგისტრის აკადემიური ხარისხი.
„მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულს მიენიჭება განათლების მაგისტრის კვალიფიკაცია, შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების უფლების მითითებით. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მასწავლებლად მუშაობის დაწყების შემთხვევაში კი კურსდამთავრებული იქნება უფროსი მასწავლებელი“, – აღნიშნა ნახუცრიშვილმა.