თელავში Street Art-ის მასტერკლასი ჩატარდა
როგორც knews.ge-ს თელავის მერიის კულტურის სამსახურის უფროსმა, ფიქრია ყუშიტაშვილმა განუცხადა, სამხატვრო სკოლის მოსწავლეები გაეცნენ Street Art -ის თანამედროვე ტექნოლოგიებს, ხოლო მოგვიანებით მიღებული ცოდნა პრაქტიკაში განახორციელეს.
„Street Art – ის მასტერკლასი და ვორქშოპი ძირითადად ელენე ახვლედიანის სახელობის სამხატვრო სკოლის მოსწავლეებისთვის ჩატარდა, რადგან ისინი ყველაზე კარგად ერკვევიან ამ საკითხში. ღონისძიების ძირითადი მისია იყო იმ ახალი ციფრული ტექნოლოგიებისა და ტენდეციების გაცნობა, რომელიც ამ დარგშია აქტუალური. სამომავლოდ ვგეგმავთ, რომ გაფერადდეს ჩვენი ქალაქი, შენობები თუ ზებრა გადასასვლელები, რომლებიც დღეს უსახურად გამოიყურება. შენობებსა და ზებრა გადასასვლელებს სამხატვრო სკოლის მოსწავლეები და მათი მასწავლებლები მოხატავენ“, – განუცხადა knews.ge-ს ფიქრია ყუშიტაშვილმა.