ბადაგონის ღვინო მსოფლიოს 12 საუკეთესო ღვინოს შორის აღიარეს
როგორც knews.ge-ს კომპანია ბადაგონში განუცხადეს, ბადაგონის პრემიუმ კლასის ცქრიალა ღვინომ “BADAGONI BRUT” ჰონკონგში გამართულ პრესტიჟულ ღვინის საერთაშორისო კონკურსზე „ASIAN WINE REVIEW” უმაღლესი ჯილდო – საუკეთესო ღვინის წოდება “AWR BEST 2018” მოიპოვა.
„ეს ძალიან მნიშვნელოვანი წარმატება. ჰონკონგში გამართული ღვინის საერთაშორისო კონკურსი ძალიან პრესტიჟული იყო. ბადაგონის ღვინომ უმაღლესი ჯილდო – საუკეთესო ღვინის წოდება “AWR BEST 2018” მიიღო“, – განუცხადეს knews.ge-ს კომპანიაში.
“ბადაგონი” ფლობს ღვინოს საწარმოებს ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხოდაშენში და საგარეჯოს რაიონის სოფელ მანავში.