სოფელ შალაურში 4 სახეობის ღვინოს ტრადიციული მეთოდით ამზადებენ
საოჯახო მარნის მფლობელი, გია ტოგონიძე აცხადებს, რომ ღვინოები გაუფილტრავია, რაც მას სასიამოვნო გემოს აძლევს.
ტოგონიძეების დავარგებული ღვინო საქართველოში სხვადასხვა ღვინის მაღაზიაში იყიდება.
,,მარნის დაარსება 2012 წელს გადავწვიტე, ოჯახური ტრადიციების გასაგრძელებლად. ჩვენი ღვინო მზადდება იჯარით აღებული ვენახებიდან, სადაც კახური მწვანე, საფერავი და რქაწითელის ჯიშის ყურძენი მოდის. ამ ეტაპზე ვაწარმოებთ 4 სახეობის ღვინოს: კახურ მწვანეს, საფერავს, რქაწითელს და მტრედისფეხას. პირველად ღვინო გავყიდეთ კერძო დაკვეთით, ამის მერე უკვე წლებია მხოლოდ ღვინის მაღაზიებთან გვაქვს ურთიერთობა. ყოფილა ღვინის საზღვარგარეთ გატანის შემთხვევებიც, მაგრამ მხოლოდ მეგობრებისთვის და სარეალიზაციოდ არა. მეღვინეობა საკმაოდ შრომატევადია და ალბათ ეს არის მისი მთავარი სირთულე. მეღვინეობა რომ განვითარდეს და გაძლიერდეს, უნდა დაიხვეწოს ნატურალურ ღვინოსთან ურთიერთობა’’,- განუცხადა knews.ge-ს გია ტოგონიძემ.