მრავალშვილიანი ოჯახებისთვის შესაძლოა, ელექტროენერგიის სუბსიდირება განხორციელდეს
კანონპროექტის მიხედვით, სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსდება მრავალშვილიანი ოჯახის ელექტროენერგიის სუბსიდია. ჯამური ფინანსური შედეგი სარგებლის სახით იქნება წლიურად დაახლოებით 3 489 000 ლარი.
“მრავალშვილიანი ოჯახი, რომელსაც ჰყავს 4 ბავშვი, მიიღებს 20 ლარს ყოველთვიურად, ხოლო 5 ან მეტ შვილიანი ოჯახი მე-5 და მომდევნო ბავშვზე დამატებით 10-10 ლარს. შეღავათს მიიღებენ ის ოჯახები, რომელთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი სარეიტინგო ქულა ტოლი ან ნაკლები იქნება 300 000-ის”, – განაცხადეს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 12369 შინამეურნეობაა, სადაც 4 და მეტი არასრულწლოვანი ცხოვრობს.
მრავალშვილიანი ოჯახის სტატუსი საქართველოში 2006 წელს გაუქმდა.