აგროდაზღვევაზე პასუხისმგებელი უწყება იქმნება
მინისტრის ინფორმაციით, აგროდაზღვევის პროგრამას 2014 წლიდან პროექტის სახე აქვს. ლევან დავითაშვილის განცხადებით, სამინისტრო გეგმავს ამ მიმართულებით სისტემურ მიდგომაზე გადავიდეს.
“2017 წელი იქნება გარდამავალი წელი, როდესაც ჩვენ გადავალთ სისტემურ მიდგომაზე. ამას დასჭირდება საკანონმდებლო საფუძველიც. იქნება კონკრეტული უწყება, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ამ მიმართულების მხარდაჭერაზე”, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
სოფლის მეურნოების პროექტების მართვის სააგენტოს მონაცემებით, აგროდაზღვევის პროექტის ფარგლებში (2014-2017) დაზღვეულია 465 570 033 მილიონი ლარის ღირებულების მოსავალი.