საფეხბურთო კლუბ „თელავის“ გენერალური სპონსორი კომპანია m² გახდა
შეთანხმებას ხელი m²-ის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბურდილაძემ და კლუბ „თელავის“ გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ვაშაკიძემ დღეს მოაწერეს. ღონისძიებას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი და თელავის მერი შოთა ნარეკლიშვილი ესწრებოდნენ.
კომპანია m²-ის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და ადგილობრივი სპორტული კლუბების მხარდაჭერაა. როგორც knews.ge-ს საფეხბურთო კლუბ “თელავის” გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი ვაშაკიძემ განუცხადა, m² მათ დაეხმარება ახალი ფეხბურთელების მოძიებასა და უმაღლეს ლიგაში დაწინაურებაში.
„m² დიდი კომპანიაა, რომელიც თავისი მენეჯმენტით აბსოლუტურად სრულყოფილია. მნიშვნელოვანია, რომ ეს კომპანია გახდა ჩვენი კლუბის გენერალური სპონსორი. ფეხბურთს სჭირდება კერძო ინვესტორები. კომპანია დაგვეხმარება, რომ ახალი ფეხბურთელები მოვიძიოთ და უმაღლეს ლიგაში დავწინაურდეთ“, – განუცხადა knews.ge-ს ირაკლი ვაშაკიძემ.