ლაგოდეხში სანიაღვრე არხების რეაბილიტაციაზე 800 000 ლარი დაიხარჯება
როგორ Knews.ge-ს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს, პროექტის განხორციელება, რომლის ღირებულება 800 000 ლარია, უახლოეს მომავალში დაიწყება.
,,ქალაქში გამავალი სანიაღვრე არხები პრობლემას ქმნიდა, დაზიანებულ მაგისტრალში არსებული წყალი კალაპოტიდან გადმოდიოდა და მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის საცხოვრებელ სახლებს და ეზოებს აზიანებდა. უახლოეს პერიოდში დაიწყება სარეაბილიტაციო სამუშაოები. პროექტის ღირებულება დაახლოებით 800 000 ლარს შეადგენს”,- განუცხადეს knews.ge-ს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიაში.