ახალგაზრდული ბიზნეს იდეების მხარდასაჭერად სახელმწიფო პროგრამა დაიწყო
პროგრამა განკუთვნილია ახალგაზრდებისთვის, რომელთაც სურთ სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.
როგორც სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოში აცხადებენ, პროგრამის მიზანია სოფლად ახალგაზრდა მეწარმეების მხარდაჭერა და სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოება-რეალიზაციის ჯაჭვში განხორციელდეს ინვესტიციები, რომლის შედეგად გაუმჯობესდება ახალგაზრდა მეწარმეების სოციალურ-ეკონომიკური პირობები და შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები.
,,მიზნების მისაღწევად შეიქმნება ახალგაზრდებზე მორგებული დაფინანსების მოდელები, რომელიც მათ საშუალებას მისცემს, წამოიწყონ სამეწარმეო საქმიანობა და მოახდინონ საკუთარი გეგმების რეალიზება. პროგრამა ითვალისწინებს მხოლოდ “სტარტაპების” თანადაფინანსებას. დაფინანსებას მიიღებენ ახალგაზრდა ინდივიდუალური მეწარმეები და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები, რომლებიც დაფუძნებულია ახალგაზრდების მიერ. დაფინანსების მოცულობა განსაზღრულია წარმოდგენილი პროექტის 40%-ის ოდენობით, არაუმეტეს 60,000 ლარის’’,- განაცხადეს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოში.
ყვარელში მცხოვრები ახალაზრდა მეწარმე მარიამ იაშვილი ფიქრობს, რომ აღნიშნული პროგრამა ახალგაზრდებს ბიზნესის დაწყებაში, დასაქმებასა და შემოსავლების გაზრდაში დაეხმარება. ახალგაზრდა მეწარმე ყვარელში საოჯახო სასტუმროს ფლობს და ხურმის, კარალიოკის და ხილის სხვა სახეობის ჩირებს ამზადებს.
,,ვფიქრობ, რომ აღნიშნული პროექტი საინტერესო გამოწვევაა ახალგაზრდა მეწარმეებისათვის,რადგან პროექტი გვაძლევს შანსს, მივიღოთ დაფინანსება ახალი ბიზნეს იდეის განსახორცილებლად. ეს მეტად მნიშვნელოვანია, როგორც ჩვენთვის, ასევე მოსახლეობისთვისაც, რადგან იდეების განხორციელების შედეგად შეიქმნება სამუშაო ადგილები, დასაქმდება ადგილობრივი კადრი. გარდა ამისა, ხელი შეეწყობა ახალგაზრდა მეწარმეების ბიზნესის განვითარებას’’,- განუცხადა knews.ge-ს მარიამ იაშვილმა.
აღნიშნული საქართველოს გარმოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით და სოფლის მეურნეობების პროექტების მართვის სააგენტოს” დონორი ორგანიზაციისა და დანიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (DANIDA) დაფინანსებით ხორციელდება.