თელავში “თექის კუმპა” იყიდება
იდეის ავტორი თამარ მიქელაძე ამბობს, რომ პროდუქციის ერთ-ერთი წამყვანი კომპონენტია პალმის ზეთია.
,,მატყლი რბილად აკეთებს სახის კანის მასაჟს, ასწორებს ნაოჭებს, წვრილ ხაზებსა და შეხორცებებს, ასტიმულირებს ზედაპირულ სისხლის მიმოქცევას, აძლიერებს და იცავს კანს. პალმის ზეთი (კარაქი) ფართოდ გამოიყენება კოსმეტოლოგიაში, რადგან მისი ქიმიური შემადგენლობა ახლოსაა ადამიანის კანის ცხიმოვან შემადგენლობასთან. ის შეიცავს დიდი რაოდენობით ვიტამინებს A,E,K და იშვიათ კომპონენტს Q10, რომლის ნაკლებობაც იწვევს კანის დაბერებას, ასევე შეიცავს სხვადასხვა ცხიმოვან მჟავას”, – განუცხადა knews.ge-ს მიქელაძემ.
თექის კუმპის გარდა, საპნის ფართო ასორტიმეტში სიახლეა. 10-ზე მეტი ზეთისა და კარაქისაგან შექმნილი საპონი ,,ლუქსი კუმპაც” იყიდება. პროდუქცია განკუთვნილია მათთვის, რომელსაც აწუხებს კანის სიმშრალე აწუხებს.
,,ლუქსი კუმპას მრავალფეროვანი ზეთები რბილად ასუფთავებს, ძლიერ ატენიანებს და არბილებს სახის კანს. იგი აძლევს კანს გლუვ და მბზინვარე იერს. მის შემადგენლობას შედის სოდიუმის ჰიდროქსიდი, ცხოველური ცხიმი, შეას კარაქი, ქოქოსის, პალმის, აბუსალათინის, ყურძნის წიბწის, ზეითუნის, სეზამის, გოგრის კურკის, ავოკადოს მდოგვის ზეთები, პარფიუმერული ზეთი”, – ამბობს თამარ მიქელაძე.
მისივე ინფორმაციით, ყველა საპონს თავისი დანიშნულება აქვს. ზოგიერთი მათგანი გამოიყენება კანის დატენიანებისთვის, ამსვიდებს ადამიანს ხელს უწყობს კანის რეგენერაციას და სისხლის მიმოქცევას.
კუმპა ძველი სიტყვაა და საპონს ნიშნავს.