საგარეჯოში 2 ტონაზე მეტი ვადაგასული ხორცი გამოავლინეს
როგორც knews.ge-ს სურსათის ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, შემოწმების შედეგად 2 ტონაზე მეტი ვადაგასული და საეჭვო წარმომავლობის ხორცი გამოვლინდა.
„ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა, საეჭვოდ მიჩნეული სურსათი დაილუქა და საწარმოს მისი განადგურება დაევალა. ხორცი მაღალი რისკის სურსათია. მომხმარებლის ჯანმრთელობის და ინტერესების დაცვის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო კონტროლს აქტიურად ახორციელებს“, – განუცხადეს knews.ge-ს სურსათის ეროვნულ სააგენტოში.