ყვარელში უბედურ შემთხვევას 10 წლის ბავშვი ემსხვერპლა
როგორც knews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რკინის კონსტრუქცია მოულოდნელად გადმოვარდა, რომელიც ბავშვს დაეცა. მან დაზიანება გულ-მკერდის არეში მიიღო. შემთხვევის ადგილზე გამოიძახეს სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი, თუმცა ბავშვი მედიკოსებს უკვე გარდაცვლილი დახვდათ.
„სამწუხაროდ ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში უბედური შემთხვევა მოხდა. რკინის კონსქტრუქცია გადმოვარდა და ბავშვი მოიყოლა. მომხდარი ფაქტი დანაშაულის ნიშნებს არ შეიცავდა და შესაბამისად გამოძიება არ დაწყებულა“, – განუცხადეს knews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში.