კურდღელაურში თელავის მერის წარმომადგენლის გათავისუფლებას აპროტესტებენ
მოსახლეობის ნაწილი მუნიციპალიტეტის მერს სთხოვს, რომ გადაწყვეტილება შეცვალოს და გურამ ბახურაული დაკავებულ თანამდებობაზე დააბრუნოს.
,,ვაპროტესტებთ, რადგან გვაინტერესებს, რა დანაშაული ჩაიდინა სოფლის რმწუნებულმა. ზრუნავდა სოფელზე და ყოველთვის მზად იყო დახმარებისთვის, უსამართლოდ გაათავისუფლეს პოსტიდან. სოფელში დაბადებულმა და გაზრდილმა ადამიანმა უკეთ არ იცის სოფლის პრობლემები? ყველა დავუდგებით გვერდში, რადგან სოფელი და ხალხის უყვარს”, – განუცხადა knews.ge-ს აქციის მონაწილემ, მარინა ბიძინაშვილმა.
თელავის მერიაში ამბობენ, რომ გურამ ბახურაულს შესაძლებლობა აქვს, ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენლების თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურში მიიღოს მონაწილეობა.