საგარეჯოს მერია ლიტერატურულ კონკურსს აცხადებს
“ლიტერატურული კონკურსი “ნატვრის ხე” 2016 წელს გოგლაობის დღესასწაულთან დაკავშირებით დაარსდა. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ 14-დან 21-წლამდე ახალგაზრდებს. გამარჯვებულ ავტორებს გადაეცემათ სიმბოლური პრიზი “ნატვრის ხე”, წიგნი და ფულადი ჯილდო. I ადგილზე გასული მიიღებს 300 ლარს, II ადგილის მფლობელს გადაეცემა 200 ლარი, ხოლო III ადგილზე გასულისთვის გათვალისწინებულია 100 ლარი. გამარჯვებულის გამოსავლენად ნამუშევრები გადაეცემა საქართველოს მწერალთა კავშირს. მონაწილეობის მსურველებმა ნამუშევრები უნდა გამოგზავნონ მიმდინარე წლის 10 მაისის ჩათვლით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის ელ.ფოსტაზე – Sagarejo-gamgeoba@hotmail.com ან განათლების, კულტური, ძეგლთა დაცვის, სპორტის და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურის Facebook-გვერდზე”, – განუცხადა knews.ge-ს არჩილ ჯაბადარმა.