ბროწლიანის სათნოების სახლში სასმელი წყლის პრობლემა მოგვარდა
მოზარდს დედა ქართველი, მამა კი – ამერიკელი ჰყავს. ოჯახი ამსტერდამში ცხოვრობს.
სათნოების სახლში 25 ბენეფიციარი ცხოვრობს და ისინი სოციალურად დაუცველ კატეგორიას მიეკუთვნებიან. ზაფხულის არდადეგებზე დედასთან ერთად კახეთში სტუმრობისას გიორგი სათნოების სახლს ეწვია, სადაც მან მძიმე სოციალურ პირობებში მცხოვრები ბენეფიციარები გაიცნო.
გიორგი ვენკოს განცხადებით, ბენეფიციარების სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების უზრვენველსაყოფად, ჭაბურღილის გათხრითი სამუშაოები განხორციელდა.მისივე ინფორმაციით, არტეზიული ჭიდან წყლის მოპოვებისთვის დამატებითი სამუშაოების ჩატარება გახდა საჭირო.
,,საქველმოქმედო აქციის მოწყობა გადავწყვიტე და დავაფუძნე ფონდი“დაეხმარე საქართველოს“, რომლის საშუალებით სათნოების სახლში არსებული წყლის და ამორტიზებული სახურავის პრობლემა მოგვარდებოდა. საქველმოქმედო პროექტის განხორციელებაში უამრავი ხალხი დააინტერესა და ახალგაზრდებმა თანხების მობილიზება დაიწყეს”, – აცხადებს გიორგი ვენკო.
იგი ოჯახის წევრებთან ერთად გუშინ ბროწლიანს ეწვია და სათნოების სახლისთვის წყლის მიწოდების საზეიმო ცერემონიალს დაესწრო.