სოფელ შილდაში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა
ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცს რძალი და შვილი ფიზიკურად ისე გაუსწორდნენ, რომ ის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყანეს.
“როგორც გავიგე ზურა შვილმა და რძალმა სცემა. როგორც ჩემთვის ცნობილია, ის პოლიციაში დაკითხეს. ზურა მაშინ მოყვა ავარიაში, როცა სახლში პოლიციის განყოფილებიდან მოდიოდა”, – განუცადა knews.ge-ს შილდის ადმინისტრაციულ ერთეულში ყვარლის მერის წარმომადგენელმა, ლევან ხუციშვილმა.
როგორც knews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მოხდარზე გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე და 276-ე მუხლებით, რაც ძალადობასა და ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
“სამართალდამცავებმა უკვე დააკავეს ერთი ადამიანი, რომელსაც გარდაცვლილის ცემა ედებად ბრალად. დანაშაული ოთხიდან ექვს წლამდე თავისუფლევის აღკვეთას ითვალისწინებს”, – განუცხადეს knews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში.