ღვინის კომპანიებისთვის სერტიფიცირების პროცედურები გამარტივდა
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ახალი წესით მცირდება კომპანიის ხარჯები და პროცესი უფრო მოქნილი ხდება. კერძოდ, კომპანიებს საშუალება ეძლევათ, ღვინის დაფასოებამდე, სადეგუსტაციო კომისიას წარუდგინოდნ ნიმუშები და მხოლოდ დადებითი შეფასების მიღების შემდეგ ჩამოასხან, რასაც ადრინდელი წესი არ ითვალისწინებდა.
,,გარდა ამისა, შემცირდა სერტიფიცირების პროცესისთვის ნიმუშის სახით ასაღები ბოთლების რაოდენობა – ადრე იყო 6 გახდა 5; გაიზარდა სადეგუსტაციო დღეების რაოდენობა. თუ ადრე კვირაში მხოლოდ 2 დეგუსტაცია ტარდებოდა, მოქმედი წესით შესაძლებელია ყოველდღე და საჭიროების შემთხვევაში დღეში ორჯერ ჩატარება. ახალი წესის მიხედვით, დაზუსტდა ღვინის იმ დაავადებებისა და ზადების ჩამონათვალი, რომლის გამოც ღვინოს შესაძლებელია უარი ეთქვას შესაბამისობის სერტიფიკატის გაცემაზე. აღნიშნული ცვილებები მიზანად ისახავს პროდუციის ხარისხის კონტროლის სისტემის გაუმჯობესებას”,- განაცხადეს სოფლის მეურნეობის სამინისტროში.