ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ თივში ბიბლიოთეკა გაიხსნა
ბიბლიოთეკის გახსნას ყვარლის მუნიციპალიტეტის მერთან ერთად საბიბლიოთეკო ასოციაციის წარმომადგენლები, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე და სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები ესწრებიდნენ.
ახლადგახსნილ ბიბლიოთეკას სოფელ თივში მცხოვრები რაიხმათ ზაურბეგოვა უხელმძღვანელებს.
“ძალიან მნიშვნელოვანია ბიბლიოთეკის გახსნა სოფელ თივში, რომელიც ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული სოფელია. ბიბლიოთეკის გახსნა ხელს შეუწყობს ახალგზარდებში წიგნიერების დონის ამაღლებას. ფიქრობ ადგილობრივი თვითმმართველობისა, სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლობით საკმაოდ წარმატებული პროექტი გამოვიდა”, – განუცხადა knews.ge-ს ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა, როსტომ სესიაშვილმა.