NDI: მოსახლეობის 50%-ის ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი 500 ლარზე ნაკლებია
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, მოსახლოების 60% თავს დაუსაქმებლად მიიჩნევს, 40% კი – დასაქმებულად. კითხვაზე, თუ რა იყო გასულ თვეში ოჯახის შემოსავალი, გამოკითხულთა 50% ამბობს, რომ მისი ოჯახის შემოსავალი 500 ლარზე ნაკლები იყო.
,,კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 1%–ს საერთოდ არ ჰქონია შემოსავალი, 11%–ს 180 ლარამდე შემოსავალი ჰქონდა, 181-300 ლარამდე შემოსავალი ჰქონდა გამოკითხულთა 17%–ს, 301-500 ლარამდე შემოსავალი – 21%–ს, 501-800 ლარამდე შემოსავალი – 15%–ს, 801-1200 ლარამდე – 10%–ს, 1201-1600 ლარამდე შემოსავალი – 4%–ს, 1600 ლარზე მეტი კი – 3%–ს’’, –განაცხადეს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) წარმომადგენლებმა.
ადგილობრივების განცხადებით, სოციალური მდგომარეობა ქვეყანაში წინა წლებთან შედარებით მკვეთრად გაუარესდა. მათი აზრით, ოჯახების შემოსავლის გაზრდის მიზნით აუცილებელია, დამატებით სამუშაო ადგილები შეიქმნას.
,,უმუშევართა რიცხვი განსაკუთრებით რეგიონებში და მუნიციპალიტეტებში სწრაფად იზრდება, მცირდება იმ ოჯახების შემოსავალიც, რომლის წევრიც სამსახურს კარგავს. მოსახლეობის უმეტესობას ისედაც ძლივს გააქვს თავი. იმისთვის, რომ სიტუაცია გამოსწორდეს და ოჯახებს ცოტა შემოსავალი გაუჩნდეთ, აუცილებელია რეგიონებში და სოფლებში სამუშაო ადგილების შექმნა’’,– განუცხადა Knews.ge-ს ქალაქ თელავში მცხოვრებმა ლიზა გოგოლაურმა.
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 2017 წლის 29 ნოემბრიდან 19 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევებს ატარებს CRRC-საქართველო. ცდომილების ზღვარია +/-1.9%.