NDI – გამოკითხულთა უმრავლესობამ არ იცის, ვინ არის მისი მაჟორიტარი პარლამენტში
კითხვაზე, ვინ არის თქვენი მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში, გამოკითხულთა 26%- მა სწორი პასუხი გასცა, 14%-მა არასწორი, ხოლო 59%-მა – არ იცის.
Knews.ge დაინტერესდა არიან თუ არა ინფორმირებულები ახმეტის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლები ვინ არის მათი მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში. შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ახმეტაში გამოიკითხა 10 მოქალაქე. მათგან მხოლოდ ერთიანი ინფორმირებული, რომ ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატი გელა სამხარაულია.
„არ ვიცი. არჩევნებზე არ ვყოფილვარ და ვერ გეტყვით ვინ არის მაჟორიტარი დეპუტატი. ერთი წლის წინ ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები. ჩვენთან შეხვედრაც არ გაუმართავს და შესაბამისად არ ვიცი, ვინ არის“, – განუცხადა knews.ge–ს დიმიტრი გაბრიელაშვილმა.
„საიდან უნდა ვიცოდე, ვინ არის ჩვენი მაჟორიტარი დეპუტატი? არც კი მოსულა ჩვენთან და არ დაინტერესებულა ჩვენი პრობლემებით. იმედია ჩვენ სოფელსი მოვა, სანამ მომავალი არჩევნები იქნება“, – აცხადებს ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ საკობიანოში მცხოვრები თენგიზ ქავთარაშვილი.
„ვიცი, რომ ჩვენი მაჟორიტარი დეპუტატი გელა სამხარაულია. წინასაარჩევნო პერიოდში აქტიურად დადიოდა და მოსახლეობას ხვდებოდა. რაც არჩევნებში გაიმარჯვა, აღარ გამოჩენილა“, – აღნიშნავს knews.ge–სთან საუბრისას ზაქრო ვალაშვილი.
NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 29 ნოემბერი-19 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო. საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.9%.