თელავის თეატრის მსახიობებს ჯილდოები გადაეცათ
ღონისძიებაზე თელავის თეატრის მსახიობი ვენერა ფეიქრიშვილს გადაეცა ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის პრემია, ხოლო მხატვარ მირიან შველიძეს თელავის თეატრში სპექტაკლის “ვინ გატეხა ქოთანი” მხატვრული გაფორმებისთვის გადეცა პეტრე ოცხელის პრემია.
,,ახალი წელი თელავის თეატრისთვის წარმატებულად დაიწყო. ამ წარმატებას ვულოცავ თეატრის თანამშრომლებს, ასევე ჩვენს ქალაქს, და ყველა გულშემატკივარს,”– გაცხადა knews.ge-ს თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელწიფო თეატრის დირექტორმა პაატა გულიაშვილმა.
ღონისძიება აკაკი ხორავას სახელობის მსახიობთა სახლში გაიმართა.