სოფელ ბოდბისხევის ღვთისმშობლის ეკლესიის რეაბილიტაცია დასრულდა
პროექტი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ, საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვის და გადარჩენის ფონდთან ერთად, განახორციელა.
“ჩატარებული სამუშაოების შედეგად კრამიტის გადახურვა გადაეწყო კირის ხსნარზე, დაახლოებით 50 % ახალი კრამიტის დამატებით. საპირე ქვებს შორის გასუფთავდა გამოქარული ადგილები და ამოილესა კირის ხსნარით. ტაძრის გარე პერიმეტრზე მოეწყო 1,5 მეტრი სიგანის ქვაფენილის გარშემოსავლელი. სარეაბილიტაციო სამუშაოებში მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივებმა და ასევე ეკლესიის მრევლმა” – განუცხადა knews.ge-ს სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, ხათუნა აღამონაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში სამრეკვლო-ფანჩატურის (დაახლოებით 30-35სმ სიმაღლის) კეხი აღდგა და დამონტაჟდა ლითონის ჯვარი.