ვაკანსია ფინანსური მენეჯერის პოზიციაზე
კანდიდატები, რომლებიც მოწვეული იქნებიან გასაუბრებაზე, უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ კრიტერიუმებს:
პროფესიული გამოცდილება:
• უმაღლესი ეკონომიკური განათლება;
• განათლება/ტრენინგები ბუღალტერიაში და ფინანსებში;
• მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება ფინანსებში;
• აუცილებელი მოთხოვნები:
Microsoft Office-ის პროგრამების ცოდნა;
ქართული საგადასახადო კოდექსის ცოდნა;
ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა, რუსული და ინგლისური – მომხმარებლის დონეზე.
• სასურველია საბუღალტრო პროგრამების ცოდნა;
პიროვნული თვისებები:
• ფინანსური პრინციპების ცოდნა;
• კონკრეტული მიზნებისა და პრიორიტეტების დასახვის, დაგეგმვისა და პრობლემების გადაჭრის უნარ-ჩვევები;
• საკუთარი სამუშაო გეგმის კოორდინირება და მონიტორინგი;
• ზუსტი და მოკლე ანგარიშების წარმოება და ძირითად საკითხებზე მიღებული ფინანსური გადაწყვეტილების დასაბუთება;
• გამოკვეთილი ადამიანური ურთიერთობების, მოლაპარაკებისა და დარწმუნების უნარ-ჩვევები;
• შეზღუდულ დროში ეფექტურად მუშაობის უნარი;
• შრომისმოყვარეობა;
• პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
ძირითადი მოვალეობები:
• ყოველდღიური ბუღალტრული ოპერაციების შესრულება და ზედამხედველობა;
• ტრანსაქციებისთვის საჭირო დოკუმენტების გამართულობის უზრუნველყოფა;
• საგადასახადო დეპარტამენტისთვის დეკლარაციების მომზადება/ჩაბარება;
• დირექტორატისთვის ფინანსური უწყისებისა და სხვა ინფორმაციის დროული მიწოდება;
• აუდიტორებთან თანამშრომლობა და პროცედურების კონტროლი;
• ბანკებთან ურთიერთობა;
• ბიუჯეტირება და კონტროლი.
ხელფასის ოდენობა დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებაზე და კვალიფიკაციაზე.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოგზავნონ თავისი რეზიუმე მისამართზე: mediacenterkakheti@gmail.com არა უგვიანეს 2018 წლის 26 იანვრისა. გთხოვთ, მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით რეზიუმეს, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ „მედია ცენტრი კახეთის“ ოფისს შემდეგ მისამართზე:
ქალაქი თელავი, ილია ჭავჭავაძის ქუჩა160.