ნაფარეულში მცხოვრები ორი კვირის წინ დაკარგული გოგონა იპოვნეს
როგორც knews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, თამარ ხუციშვილის სამძებრო სამუშაოები 2 კვირის განმავლობაში აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობდა.
“სამართალდამცავებმა გოგონა გუშინ იპოვეს. ის ოჯახს უვნებელი ჩააბარეს. გოგონა თავს კარგად გრძნობს”, – განუცხადეს knew.ge-ს შსს-ში.
როგორც knews.ge-ს ნაფარეულის ადმინისტრაციულ ცენტრში თელავის მერის წარმომადგენელის მოვალეობის შემსრულებელმა, ნინო ბაინდურაშვილმა განუცხადა, თიკო ხუციშვილი 2 იანვარს გაუჩინარდა.
„თიკოს აქტიურად ეძებდნენ. როგორც ვიცი, 2 იანვარს გავიდა სახლიდან. სოფელში ვარაუდობდნენ, რომ შეყვარებულთან იყო. რაც მთავარია, ახალგაზრდა გოგონა ჯამრთელი და უვნებელია“, – განუცხადა knews.ge-ს ნინო ბაინდურაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობდა, რომელიც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.