ახალი ამბები

გომბორის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა

როგორც knews.ge-ს თელავის საგზაო სამმართველოს უფროსმა განუცხადა, მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის მანქანებისთვის და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით. თამაზ აბდულაშვილის ინფორმაციით, გზის ამ მონაკვეთზე ავტოსატრანსპორტო მოძრაობას საპატრულო პოლიცია არეგულირებს.
“გომბორის უღელტეხილზე გუშინ თოვლი ისევ მოვიდა. უღელტეხილზე ყინვაა, მაგრამ გზის გაწმენდითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. გზაზე ტექნიკური მარილს ყრიან. მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით. ეს შეზღუდვა მოქმედებს განსაკუთრებით იმ მანქანებზე, რომლებსაც აქვთ კაპრონის ან გაცვეთილი საბურავები”, – განუცხადა knews.ge-ს თამაზ აბდულაშვილმა.