რძის გადამამუშავებელი საწარმოების კონტროლი გრძელდება
,,2017 წელს გამოვლენილი დარღვევების გამო დაჯარიმდა 56 ბიზნესოპერატორი, მათგან 11-ს, კრიტიკული შეუსაბამობების გამო, საწარმოო პროცესი შეუჩერდა. საწარმოების სანიტარიულ მდგომარეობასთან ერთად, შემოწმდა პროდუქციის შესაბამისობა რძის ტექნიკურ რეგლამენტთან. ეტიკეტირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა 24 ბიზნესოპერატორი. რძესა და რძის ნაწარმში მცენარეული ცხიმის შემცველობის განსაზღვრაზე აღებულია 105 ნიმუში; Listeria monocytogenes-ის კვლევაზე – 120 ნიმუში, სალმონელაზე – 255 ნიმუში. დარღვევა ამ კუთხით არ გამოვლენილა”, – აღნიშნავენ სააგენტოში.
მეწარმეები ამბობენ, რომ სააგენტოს მიერ კონტროლი აუცილებელია.
,,ჩვენს საწარმოში ფერმებიდან მიღებული რძის ძალიან მკაცრი კონტროლი მიმდინარეობს. რძეს უკეთდება პასტერიზება, რაც საშუალებას გვაძლევს, ვაწარმოოთ უვნებელი და უსაფთხო პროდუქტი. პრობლემაა ისიც, რომ სურსათის უსაფრთხოების მოთხოვნები ყველაზე თანაბრად არ ვრცელდება. ქალაქშიც და სოფლებშიც გზებზე იყიდება პროდუქტები, რომელიც ყოველგვარ კონტროლს და რეგულაციას მოკლებულია”, – აღნიშნავს knews.ge-სთან დედოფლისწყაროს რძის გადამამუშავებელი საწარმოს ტექნოლოგი გულიკო მჭედლიძე.
რძის ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც 2017 წლიდან შევიდა ძალაში, იცავს როგორც მომხმარებლის უფლებას, ასევე ხელს უწყობს ადგილობრივი ბაზრის გაჯანსაღებას და კონკურენტუნარიანობის გაზრდას.