სიღნაღში აფეთქების შედეგად11 წლის ბავშვი გარდაიცვალა
შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა.
“ძალიან დიდი ტრაგედია მოხდა სოფელ ძველ ანაგაში. ებგიაშვიების ეზოში შემდუღებელიიდგა. ბავშვი შემდუღებელთან მივიდა, სანთებელა აანთო და ის აფეთქდა. აფეთქება იმ დროს მოხდა, როდესაც მოზარდმა ეზოში მდგარ შემდუღებელ აპარატთან სანთებელა აანთო. მეზობლებმა გამოიძახეს სასწრაფო დახმარების მანქანა, მაგრამ ბავშვი უკვე გარდაცვლილი იყო”, – განუცხადა knews.ge-ს სოფელ ძველ ანაგაში სიღნაღის მერის წარმომადგენელმა, ზაზა ბეგიაშვილმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება დაიწყო საქათველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით, რომელიც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.