„რეფორმა თვითმმართველობის სახელით თვითმმართველობის წინააღმდეგ“
ორივე ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებს საკრებულოების მიერ საკითხის დაჩქარებული წესით განხილვასა და გადაწყვეტილების „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ განსაზღვრული წესის დარღვევით მიღებაზე.
მესამე სექტორში მიუთითებენ, რომ მოსახლეობას, სამოქალაქო საზოგადოებასა და პოლიტიკურ სპექტრს არ ჰქონდა პროცესში ჩართვისა და მოსაზრების გამოთქმის სა-შუალება, დისკუსია დაინტერესებული პირებისა და ექსპერტების ფართო მონაწილეობით არ გამართულა. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საარჩევნო და თვითმმართველობის პროგრამების კოორდინატორი ირმა პავლიაშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მე–10 მუხლის დარღვევაზეც საუბრობს, რაც გულისხმობს საკითხის განხილვაში იმ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჩართულობის აუცილებლობას, სადაც ცვლიბები უნდა განხორციელდეს.
„რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიას არ ჩაუტარებია ადგილობრივ მოსახლეობასთან კონსულტაციები, რაც „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ აუცილებელი მოთხოვნაა. მუნიციპალიტეტების გაერთიანებით ახალი მუნიციპალიტეტის შექმნის შემთხვევაში თვითმმართველი ერთეულის (მუნიციპალიტეტების) საკრებულოს (საკრებულოების) შუამდგომლობა წარედგინება შესაბამის სამთავრობო კომისიას. შუამდგომლობას უნდა დაერთოს მუნიციპალიტეტის (მუნიციპალიტეტების) მოსახლეობასთან გამართული კონსულტაციის ამსახველი დოკუმენტები. შესაბამისად კანონმდებლობით, კანონმდებლობით, შესაბამისი მუნიცი-პალიტეტის მოსახლეობასთან წინასწარი კონ-სულტაცია აუცილებელია. 14 თვითმმართველერთეულში, რომელთა შერწყმა და შედეგად 7ერთეულის შექმნა იგეგმებოდა, უნდა გამართუ-ლიყო მოსახლეობასთან წარმომადგენლობითიშეხვედრები და მსჯელობა, ხელისუფლებას უნ-და მოესმინა და გაეთვალისწინებინა ადგილობ-რივი მოსახლეობის მოსაზრებები“, – განუცხადა knews.ge–ს ირმა პავლიაშვილმა.
ინფრასტრუქტურის სამინისტროში საიასა და სამართლიანი არჩევნების კვლევას ეხმაურებიან. უწყებაში აღნიშნავენ, რომ სამინისტროს სამთავრობო კომისიას არ ჰქონდა ვალდებულება თვითმმართველი ქალაქების გაუქმებასთან დაკავშირებით გაემართა კანონპროექტის საჯარო განხილვა და ადგილობრივ მოსახლეობასთან კონსულტაცია ეწარმოებინა.
„სანამ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში ცვლიბები შევიდოდა, რეგიონებში ჩატარდა დაინტერესებულ არასამტავრობო სექტორთა შეხვედრები. შემდეგ განხორციელდა ცვლილებები. ადგილობრივ მოსახლეობასთან ამ კანონპროექტის განხილვის ვალდებულება არ არსებობდა. შესაბამისად საჯარო განხილვა არ ჩატარებულა“, – აღნიშნავს knews.ge–სთან საუბრისას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის
სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ჯონი კალანდაძე.
მესამე სექტორს სხვა შენიშვნებიც აქვს. სამართლიანი არჩევნების აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს, რომ 7 თვითმმართველი ქალაქისთვის სტატუსის ჩამორთმევასთან დაკავშირებით ხელისუფლების მიერ წარმოდგენილი არგუმენტები არ შეესაბამებოდა ამ ქალაქებში არსებულ რეალობას და დასაბუთება მოკლებული იყო საგნობრივ მსჯელობას
„მთავრობას არ წარმოუდგენია კონკრეტული დასაბუთება, თუ რის საფუძველზე აცხადებდა, რომ არ გაუმჯობესებულა მოქალაქეთა ჩართულობა, სერვისების ხარისხი და მათზე ხელმისაწვდომობა. გარდა ამისა, არგუმენტი, რომ მუნიციპალიტეტების გაყოფის შედეგად არ გაზრდილა მათი საკუთარი შემოსავლები, სინამდვილეს არ შეესაბამება. მაგალითად ქალაქ თელავის, ბიუჯეტის ანალიზი საპირისპიროს ამტკიცებს. რაც შეეხება სხვა არგუმენტაციას ადმინისტრაციული ხარჯების გაორმაგების, ხარჯვის ეფექტიანობის გაუარესებისა და სხვა საკითხების შესახებ, ამ შემთხვევაშიც, მთავრობას სათანადოდ დადასტურებული ინფორმაცია არ წარმოუდგენია“, – განუცხადა knews.ge–ს მიხეილ ბენიძემ.
მესამე სექტორის რეკომენდაციით, ნებისმიერი ცვლილება, რომელიც ადგილობრივ თვითმმართველობის სფეროს ეხება, უნდა განხორციელდეს თვითმმართველობის ძირითადი პრინციპების გათვალისწინებითა და მოქალაქეთა აქტიური ჩართულობით. საია და სამართლიანი არჩევნები ხელისუფლებას ურჩევენ, წაახალისოს და მხარი დაუჭიროს თვითმმართველობის ორგანოთა საქმიანობაში მოქალაქეების ჩართულობას, რათა ამაღლდეს სამოქალაქო ცნობიერების დონე. არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს პარლამენტის ოპოზიციურ პარტიებს მიმართავენ რეკომენდაციით, ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრონ. დადგენილების ბათილად ცნობის მოთხოვნით, საიამ, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, 30 ივნისს საკონსტიტუციო სასამართლოს უკვე მიმართა. ამ დრომდე სასამართლოს სხდომა არ ჩანიშნულა.