ახალი ამბები

თელავის თეატრში სპექტაკლი “ექვთიმე ღვთისკაცი” გაიმართება

სპეკტაკლში მონაწილეობს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები და თესაუს კულტურის სამსახურთან არსებული ჯგუფი “ხელოვნებისა და ლიტერატურის სამყარო”. სცენარის ავტორი და დამდგმელი რეჟისორია თემურ ხუნაშვილი. 
“სპექტაკლი ეძღვნება საიუბილეო თარიღებს: საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების 100 წლისთავს და ექვთიმე თაყაიშვილის დაბადებიდან 155 წლისთავს. სპექტაკლზე დასწრება თავისუფალია”, – განაცხადეს თელავის თეატრში.