სიღნაღში გაზგასამართი სადგური დააყაჩაღეს
წინასწარი ინფორმაციით, ამ დრომდე დაუდგენელმა პირებმა სადგურიდან თანხა წაიღეს. სამართალდამცავებს ჯერჯერობით არავინ არ დაუკავებიათ.
როგორც knews.ge–ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.