გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი – საშუალო ეკონომიკური ზრდის მიხედვით ვართ ლიდერები
,,თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ 27% გვაქვს ექსპორტის ზრდა, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი შემცირდა 7,4%-მდე, ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 28%-მდეა გაზრდილი და ამასთან, რეგიონში დაფიქსირებული საშუალო ეკონომიკური ზრდის მიხედვით ვართ ლიდერები, ალბათ პასუხი იმაზე, რომ თითქოს წინა ხელისუფლების დროს უფრო მაღალი იყო ეკონომიკური ზრდა, არასწორია, რადგან სწორედ მაშინ, საშუალო ეკონომიკურ ზრდაზე დაბალი იყო ის ზრდა, რაც ქვეყანას ჰქონდა”, – განაცხადა პარლამენტის სხდომაზე დეპუტატმა.
ვიდეომასალა: საზოგადოებრივი მაუწყებელი