ახალი ამბები

თესაუს პროექტმა სახელმწიფო სამეცნიერო გრანტი მოიპოვა

როგორც knews.ge–ს პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელმა, პროფესორმა გიორგი გოცირიძემ განუცხადა, პროექტის მიზანია მე-19 საუკუნის 70-იანი წლებიდან მე-20 საუკუნის 60-იანი წლების ჩათვლით მოღვაწე ქართველ მეცნიერ-ისტორიკოსთა წერილების თავმოყრა-სისტემატიზაცია, მათი მეცნიერული შესწავლა და გამოცემა.

,,თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის კიდევ ერთმა პროექტმა მოიპოვა სახელმწიფო სამეცნიერო გრანტი. ქართველ ისტორიკოსთა ეპისტოლური მემკვიდრეობის ერთ გამოცემაში თავმოყრას, წმინდა წყაროთმცოდნეობითი თვალსაზრისით, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს”, – განუცხადა knews.ge–ს გიორგი გოცირიძემ.