ყვარელში ოჯახში ძალადობის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
შსს–ს ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, რომელიც ოჯახში არაერთგზის ძალადობის ფაქტს გულისხმობს. დანაშაული ერთიდან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.