საგარეჯოელმა ძიუდოისტებმა საერთაშორისო ტურნირზე 7 მედალი მოიპოვეს
მათ ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. საერთაშორისო ტურნირში საქართველოსთან ერთად მონაწილეობდნენ რუსეთის, იაპონიის, საბერძნეთის და ბელორუსიის გუნდები.
“საგარეჯოელმა ძიუდოსტება ჯამში 7 მედალი – 1 ოქრო, 1 ვერცხლი და 5 ბრინჯაო მოიპოვეს. პირველი ადგილი დაიკავა დავით კევლიშვილმა, მეორე ადგილის მფლობელი ნიკოლოზ თათრიშვილი, ხოლო III ადგილზე გავიდნენ გიგი ხოსიტაშვილი, თენგო ზირაქაშვილი, მახარე გულბანი, გიორგი დურიშვილი და ნიკოლოზ თათრიშვილი”, – განუცხადა knews.ge-ს საგარეჯოს მერიის კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, არჩილ ჯაბადარმა.