ლაგოდეხში ავარიას 80 წლამდე მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა
თვითმხილველების თქმით, ფეხით მოსიარულე მამაკაცს მსუბუქი ავტომანქანა მაშინ დაეჯახა, როცა ის გზის გადაკვეთას ცდილობდა. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვლა.
როგორც knews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რომელმაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.