ვაზიანი–გომბორი-თელავის გზაზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდა
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აკრძალვები მოქმედებს მისაბმელიან, ნახევრად მისაბმელიან და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტომობილებზე. უწყების ცნობით, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ავტომობილით გადაადგილებისას მოქალაქეებმა, იმოძრაონ ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტითა და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გზების გაწმენდითი სამუშაოები.