გომბორის უღელტეხილზე -8 გრადუსი ყინვაა
უწყების ცნობით, მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიური სამუშაოების შედეგად გზა გაიწმინდა.
„გვიან ღამით შევძელით და მოძრაობა აღდგა, ამ ეტაპზე უღელტეხილზე -8 გრადუსია. მძღოლებს ვურჩევთ, ზამთრის საბურავებით იმოძრაონ. თოვა შეწყდა, თუმცა გზის გარკვეულ მონაკვეთებზე არის ლიპყინული”, – განაცხადეს საავტომობილო გზების დეპარტამენტში.
ვაზიანი-გომბორი-თელავის დამაკავშირებელ გზაზე გადაადგილება ინტენსიური თოვისა და ქარის გამო გუშინ საღამოდან შეიზღუდა.