გომბორი-თელავის გზაზე მოძრაობა შეიზღუდა
„რთული მეტეოროლოგიური პირობების – ინტენსიური თოვა, ქარბუქი, ლიპყინულის გამო, ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ37-კმ55 (ვერონა-შუამთა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია“, – ნათქვამია დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.