თელავში პირველი თოვლი მოვიდა
სინოპტიკოსების ინფორმაციით, დღეიდან ამინდი მკვეთრად შეიცვლება. მათი ინფორმაციით, 23 ნოემბრიდან საქართველოში ამინდის გაუარესებას ელოდებიან. ამინდის ცვალებადობას შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან შემოსული ცივი და ნოტიო ჰაერის მასები განაპირობებს. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ჰაერის ტემპერატურა +7 გრადუსამდე დაეცემა. საქართველოს უმეტეს რაიონებში მოსალოდნელია წვიმა, ხოლო მთაში – თოვლი.
,,დღის ბოლოდან, შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან ცივი და ნოტიო ჰაერის მასები დაიწყებს შემოსვლას, რომელიც მომდევნო დღეებში ამინდის გაუარესებას გამოიწვევს”, – აცხადებენ სინოპტიკოსები.
შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობს.