ახმეტის საკრებულოს თავმჯდომარე თამარ ყეინიშვილი გახდა
ის თელავისა და ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატის, გელა სამხარაულის დეიდაშვილია. ყეინიშვილს 31 დეპუტატიდან ოცდაერთმა წევრმა გამოუცხადა ნდობა. თამარ ყეინიშვილი 2017 წლის მარტიდან წინა მოწვევის საკრებულოსაც ხელმძღვანელობდა. მაშინ მის კანდიდატურას საკრებულოს 26–მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ხოლო 1 ბიულეტენი კი გაბათილდა. ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაშინდელი თავმჯდომარე, გელა ჯუგაშვილი თანამდებობიდან 2 მარტს გადადგა. ოპოზიცია ჯუგაშვილის გადაწყვეტილებას შიდა პარტიულ დირექტივას უკავშირებდა. მანამდე ის ახმეტის წარმომადგენლობით ორგანოში სოციალური, კულტურის, განათლების და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარედ მუშაობდა.
ყეინიშვილის მოადგილე კი, რამაზ ბაღაკაშვილი გახდა, რომელიც, ასევე, დუისის მაჟორიტარი დეპუტატია.
ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2 ფრაქცია დარეგისტრირდა. ფრაქცია „ქართულ ოცნებას“ ბიძინა ჭიჭიკლიშვილი უხელმძღვანელებს, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე კი შაქრო ტერტერაშვილი იქნება.