თელავში, ნადიკვრის პარკში მინიატურული მწვანე ბიბლიოთეკა განთავსდა
თელავის მეორე საჯარო სკოლის ეკო კლუბის წარმომადგენლის, მაკა ნაცვლიშვილის თქმით, პროექტის ფარგლებში თელავში ნადიკვრის სკვერში დაიდგა მინიატურული მწვანე ბიბლიოთეკა, სადაც განათავსდა ეკოლოგიური საკითხების შესახებ ლიტერატურა, როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ენებზე.
,,არასამთავრობო ორგანიზაციამ “ორბელიანი-საქართველო” გამოაცხადა საპროექტო წინადადებების კონკურსი. ჩვენ შევიტანეთ წინადადება და მოვიპოვეთ დაფინანსება. თელავში გამოვკითხეთ ტურისტები მათი ეკოლოგიური განათლების დონის დასადგენად. გამოკითხვაში, ასევე, მონაწილეობა მიიღო თელავის მოსახლეობამაც. შედეგებიდან გამომდინარე დავადგინეთ, რომ მოსახლეობას ესაჭიროება ეკოლოგიური კუთხით ცნობიერების ამაღლება. ნადიკვრის პარკში კი დავდგით მწვანე ყუთი, სადაც განვათავსეთ ლიტერატურა გარემოსდაცვითი თემატიკით’’,– განუცხადა knews.ge-ს მაკა ნაცვლიშვილმა.